ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობაზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი ჟან ბენჟამინ გაბა დამატებით დროში იპონით დაამარცხა.
ფინალში ლაშას მეტოქე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.
შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.
ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
