ძიუდო l ლიპარტელიანი და გადელია ტაშკენტის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო l ლიპარტელიანი და გადელია ტაშკენტის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორი წევრი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ახალგაზრდა ლუკა გადელია (60კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

21 წლის გადელიამ ძლიერი თურქი ძიუდოისტი ილდისი ვაზარით დაამარცხა, ლიპარტელინმაც ასევე თურქ სპორტსმენს იპონით სძლია.

ტურნირზე ერთი დაპირისპირება მოიგო თორნიკე მაზიაშვილმა (66კგ). ამავე წონით კატეგორიაში მერვედფინალში თემურ ნოზაძე იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს, ხიფუმი აბეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.