ძიუდო | კოტე კაპანაძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კოტე კაპანაძემ.
მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბერძენი არის ზარაგკასი დაამარცხა. ამ წონაში ჩემპიონი იტალიელი მანუელ პარლატი გახდა.
კონტინენტის პირველობა ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის მოლდოვაში მიმდინარეობს.