ძიუდო | კონტინენტის პირველობაზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის სამი ქართველი იბრძოლებს.
100 კგ-ში ილია სულამანიძის პირველი მოწინააღმდეგე სერბ ალექსანდარ კუკოლისა და ჩრდილომაკედონიელ ნიკოლა პავლოვსკის შორის გამარჯვებული იქნება.
ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი კი პირველ ორთაბრძოლას ან ბელგიელ ივ რეჯეპ ნდაოსთან, ან თურქ ერგინთან გამართავს.
ქალთა შორის +78 კგ-ში სოფიო სომხიშვილის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ნიგარ სულეიმანოვა იქნება.
26 აპრილი
კაცები – 100, +100 კგ
ქალები – 78, +78 კგ
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.