ძიუდო | კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბახტაძემ - ვერცხლის, ბენდელიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ცოტნე ბახტაძემ (73 კგ) ფინალში იჭიდავა, სადაც ქართველი ძიუდოისტი წონის პირველ ნომერთან,იტალიელ ლუსიო ტავოლეტასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ცოტნემ მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობას.
ტურნირზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი ბენდელიანმა (81 კგ) მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი გახლდათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე
50 კგ – შოთა ბაჩოშვილი;
55 კგ – მერაბ სამადაშვილი;
66 კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე;
73 კგ – ცოტნე ბახტაძე;
81 კგ – გიორგი ბენდელიანი;
90 კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე;
+90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი;
48 კგ – თამარ გიგოლაევი;
52 კგ – თამარ სუხიაშვილი;
63 კგ – ნონა დოლიაშვილი;
70 კგ – ლიზი ქვარცხავა.