ძიუდო | ჯაბნიაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, თუშიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს 90 კგ-ში მოასპრეზე გიორგი ჯაბნიაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველი ფინალში გასასვლელად ფრანგ მეტიუს შეხვდება.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა გურამ თუშიშვილმაც (+100 კგ), რომელმაც მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მარგიევი დაამარცხა. გრანდ სლემზე მედლებისთვის ბრძოლას ასევე განაგრძობენ ირაკლი დემატრაშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ).

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.