ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზში ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც წარმატებით ასპარეზობს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტარაშვილი – ახალგაზრდა ქართველმა რეპეშაჟში კორეელი ლი დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ასევე კორეელ კიმს დაუპირისპირდება.
გრანდ სლემზე მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა კოტე კაპანაძესაც (81 კგ), მაგრამ იგი რეპეშაჟში დამარცხდა.
დღეს პარიზის გრანდ სლემზე ნიკა ხარაზიშვილი (100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ) გამოვიდნენ.