ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში პოლონელი ძიუდოისტი ტერესინსკი ეფექტური იპონით დაამარცხა.

დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემაც (81კგ). ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მიიღეს. გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლს ნინო ლოლაძე (57კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – თენგო ზირაქაშვილი (66კგ).

23-წლამდელთა დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ხვალ ,17 ნოემბერს კონტინენტის პირველობაზე შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება.