ძიუდო | ინანეიშვილმა და ხარაზიშვილმა საუნივერსიტეტო თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სომხიშვილი ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
გერმანიაში მიმდინარე საუნივერსიტეტო თამაშებზე ქართველი ძიუდოისტები – ნიკა ხარაზიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ხარაზიშვილი ოქროს მედლისთვის პოლონელ მეტოქესთან დამარცხდა, ინანეიშვილს კი იაპონელმა ძიუდოისტმა სძლია.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი, ქართველმა ყაზახ რამაზანოვს მოუგო.
საუნივერსიტეტო თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მედლით (სამი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო) დაასრულა.
დღეს, 26 ივლისს საქართველოს ნაკრები ტურნირზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში გამოვა.
