ძიუდო | ინანეიშვილი და დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ, დვალაშვილი მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | ინანეიშვილი და დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ, დვალაშვილი მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მძიმეწონოსნები საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ. ნახევარფინალში გასასვლელად საბა ფინელ პულმაინენს შეხვდება, დემეტრაშვილი კი კორეელ ლის დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინაჯოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს ზაურ დვალაშვილი (81კგ). ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ასპარეზობა თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.