ძიუდო | ილია სულამანიძემ არმან ადამიანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ილია სულამანიძემ არმან ადამიანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძე (+100კგ) ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება, რომელთანაც ქართველმა პარიზის ოლიმპიადის ფინალში დასანანი მარცხი განიცადა.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – მძიმეწონოსნები გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.