ძიუდო | ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ასპარეზობდნენ.
21 წლის ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი შეხვედრა მოიგო – მეორე წრეში მონღოლ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია, მერვედფინალში ხორვატ კუმრიჩს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ძიუდოისტთან, არმან ადამიანთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სულამანიძემ რეპეშაჟში განაგრძო, კანადელი რეიესი ვაზარით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს – მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება.
ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანმა მეორე წრეში რუმინეთის წარმომადგენელ გონსალესს მოუგო, მაგრამ მესამე წრეში ყაზახეთის წარმომადგენელ ნურლიხან შარხანთან სამი გაფრთხილების გამო მოხსნეს და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 19:00 საათზე დაიწყება.