ძიუდო I ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ასპარეზობს, რომელმაც პირველ შეხვედრაში ვაზარით ესტონელი პერტელსონი დაამარცხა.
მერვედფინალში ვაჟას მეტოქე მონღოლი ერხემბაიარი იქნება. B ბადის ფინალში, შესაძლოა, ქართველი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდეს, რომელსაც ის ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დაუპირისპირდა.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.