ძიუდო | გველესიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია, გოჩიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ერთეულთა ასპარეზობის ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში საბა გველესიანი (90კგ) – ოქროს მედლისთვის, შოთიკო გოჩიაშვილი (+90) კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
დღეს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა ქართველმა – ლიზი ქვარცხავამ (70) და ნინო პაპიძემ (+70) შეჯიბრებაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ, გიორგი ბენდელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.