ძიუდო | გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალში ინალ ტასოევს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში სამ ქართველს ვიხილავთ – მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტურნირის ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.
გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) ბრინაჯოს მედლისთვის იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.