ძიუდო | გუნდური ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

13:36, 05.11.2026

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში შერეულ გუნდებს (3 მამაკაცი, 3 ქალი) შორის 7 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონია. ჩვენი გუნდი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

კაცები

(73 კგ) ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქიშვილი.

(90 კგ) ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი.

(+90 კგ) გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

(57 კგ) ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.

(70 კგ) ნინო გულბანი.

(+78 კგ) სოფიო სომხიშვილი.

კონტინენტის პირველობაზე მედლების მოსაპოვებლად 13 ნაკრები იბრძოლებს.

მსგავსი