ძიუდო | გიორგი ტერაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ნინო ლოლაძემ ვერცხლის, თენგიზ ზირაქაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | გიორგი ტერაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ნინო ლოლაძემ ვერცხლის, თენგიზ ზირაქაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში უნგრელი ზეგედი 22 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

ფინალურ ბლოკში ვერცხლის მედლის მფლობელი 19 წლის ნინო ლოლაძე (57 კგ) გახდა. ახალგაზრდა ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ალიზადასთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი მედალი თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, რომელმაც ტურნირზე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში პოლონელ მეტოქეს სძლია.

16 ნოემბერს კონტინენტის პირველობაზე შვიდი ქართველი იასპარეზებს.