ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს ვაზარით სძლია და ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 60 და 66 კგ-ში, ქალებში კი 48 და 52 კგ-ში.

ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.