ძიუდო | გიორგი ჯაბნიაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

17:41, 01.11.2025

მოლდოვაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჯაბნიაშვილი ძალიან ახლოსაა ოქროს მედალთან. მან ნახევარფინალში აზერბაიჯანელი კოცოევი დაამარცხა და ფინალში მოლდოველ ლატიშევს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ შალვა გურეშიძე (+100) და კოტე კაპანაძე (81). პირველი გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაურს დაუპირისპირდება, მეორე – ბერძენ არის რარაგკასს.

მსგავსი