ძიუდო | გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში ბულგარელი დენისლავ ივანოვი დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ), ტატო გრიგალაშვილს (81 კგ), ეთერ ასკილაშვილს (63 კგ), მარიამ ჭანტურიასა და ნინო გულბანს (ორივე – 70 კგ) ორთაბრძოლები ჯერ არ ჩაუტარებიათ.
შეჯიბრის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს შეჯიბრზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.
2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.