ძიუდო | გიგაურმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, მარგველაშვილმა, ჩიხელიძემ და შავდათუაშვილმა ტურნირი დაასრულეს #1TVSPORT
ძიუდო | გიგაურმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, მარგველაშვილმა, ჩიხელიძემ და შავდათუაშვილმა ტურნირი დაასრულეს #1TVSPORT

ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ სლემი პარიზში დღეს დაიწყო. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თორნიკე გიგაურმა (66 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. 19 წლის ქართველი შემდეგ ეტაპზე ჩინელ სუეს დაუპირისპირდება.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა დათმო ვაჟა მარგველაშვილმა. 73 კგ-ში გიორგი ჩიხელიძე სასტარტო შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. პარიზის გრანდ სლემს, სავარაუდოდ, ტრამვის გამო ჩაეხსნა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ).

დღეს ტურნირზე მამაკაცები -60, -66, -73 კგ-ში ასპარეზობენ, ქალები კი – -48, -52, -57, -63 კგ-ში. ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქში 7-8 თებერვალს ტარდება.