ძიუდო | ევროპის ღია პირველობაზე შავდათუაშვილი და ლიპარტელიანი ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა ევროპის ღია პირველობას მასპინძლობს. შეჯიბრზე, რომელიც წლეულს პირველად ტარდება, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში იმართება. ტურნირზე ორ-ორი ორთაბრძოლა მოიგეს და ნახევარფინალში იასპარეზებენ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფინალში გასასვლელად იტალიელ ლომბარდოს შეხვდება, ლიპარტელიანი კი ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ნორა ჯაკოვას დაუპირისპირდება.
ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევროა. თანხები ხუთეულში გასულ ძიუდოისტებზე გადანაწილდება.