ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის პირველ დღეს მედლებისთვის ვაჟა მარგველაშვილი (-66), ეთერ ლიპარტელიანი (-57) და ნინო ლოლაძე (-57) იბრძოლებენ.
ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვე ეთერ ლიპარტელიანმა. ქართველმა 1/16-ფინალში იტალიელი კაპანი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში გასასვლელად ლიპარტელიანი ფრანგ მოკდარს დაუპირისპირდება.
მარგველაშვილი და გულბანი ტატამიზე მოგვიანებით გავლენ. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.