ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ტურნირზე ლიპარტელიანნმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.
ტურნირზე მამაკაცთა შორის -100 კგ წონით კატეგორიის ფინალშია გასული ილია სულამანიძე, რომელიც ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.