ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ორმა ქართველმა – თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალურ ბლოკში იჭიდავეს.
ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სერბ პერისიჩს დამატებით დროში მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუპოვა. ნოზაძე კი უზბეკ რაზაევთან დამარცხდა.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი კიდევ ოთხი ქართველი – ამირან დარბაისელი (60 კგ), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე – 66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.