ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი მერვედფინალში დამარცხდა - საქართველოს ნაკრებმა დღეს ტურნირი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) მერვედფინალში დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა ფრანგ სარა-ლეონ სისიკესთან და შეჯიბრზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა.
დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავა ლაშა შავდათუაშვილმაც (73 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა მეორე წრეში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან ვაზარით წააგო და ტურნირს ისიც უმედლოდ დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.