ძიუდო | დვალაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი ზაურ დვალაშვილი (81კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ნახევარფინალში გასასვლელად იგი არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ქართველს, ნუგზარ ტატალაშვილს შეხვდება. ერთი გამარჯვება მოიპოვა ნიკა ხარაზიშვილმა (90 კგ), რომელიც მერვედფინალში გავიდა.

ლუკა მაისურაძეს, საბა ინანეიშვილს და ირაკლი დემეტრაშვილს ტურნირზე ჯერ პირველი დაპირისპირებები არ გაუმართავთ. კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

პარიზის გრანდ სლემზე 2 თებერვალს მამაკაცთა შორის – 81, 90, 100 და +100, ხოლო ქალებში 70, 78 და +78 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები ასპარეზობენ.

შეჯიბრება თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო.

2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.