აბუ დაბიში 19 მაისს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. დღეს შეჯიბრების წილისყრა გაიმართება, სადაც ქართველი სპორტსმენების და ჩვენი გუნდის მეტოქეები გამოვლინდებიან. ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობები 23 მაისს დასრულდება, 24-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
კაცები
60კგ – გიორგი სარდალაშვილი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81კგ – ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
90კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი
+100კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
ქალები
57კგ – ნინო ლოლაძე
63კგ – ეთერ ასკილაშვილი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.