ძიუდო | ბექაური თბილისის გრანდ სლემის ფინალშია, ჯაფარიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან ოთხს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ტურნირის ფინალშია მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) – ქართველმა ბერძენ ცელიდისს იპონით სძლია და ფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს დაუპირისპირდება.
შეჯიბრის ნახევარფინალში იასპარეზა ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძემაც, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან წააგო და ფინალურ ბლოკში ბრინაჯოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში გავიდა მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს საბა ინანეშვილი (+100კგ).
შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.