ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი იასპარეზებს. სოსო ებილაშვილი (90), საბა ინანეიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

ბაქოს გრანდ სლემზე 16 თებერვალს მედლები მამაკაცთა შორის – 90, 100, +100 და ქალთა შორის 78, +78 კგ-ებში გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.