ძიუდო | ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
პორტუგალიაში დღეს სტარტს აიღებს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი იასპარეზებს.
60 კგ-ში კაკო ჩაფურიშვილის მეტოქე 1/32-ფინალში ფრანგი რეი კელვინი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი მონღოლ ნიმასურენს შეხვდება.
66 კგ-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონი თენგო ზირაქაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, 1/16-ფინალში კი ტაჯიკ სადრიდიზონსა და მონღოლ ჯუგდეგარავს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
48 კგ-ში მარიამ ფოცხვერაშვილის პირველი მეტოქე კანადელი მედილო იქნება. ამ წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი ჯულიეტა როდონაია მოლდოველ ვაინსტეინს შეხვდება.
52 კგ-ში ელენე წიკლაური გამოსვლას 1/32-ფინალიდან დაიწყებს, სადაც პირველ დაპირისპირებას ამერიკელ ქეის ტანიმოტოსთან გამართავს.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
60 კგ | კაკო ჩაფურიშვილი.
66 კგ | თენგო ზირაქაშვილი.
73 კგ | გიორგი ტერაშვილი.
81 კგ | ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე.
90 კგ | თამაზ კობერიძე.
100 კგ | გიორგი ბადუაშვილი.
+100 კგ | შალვა გურეშიძე.
გოგონები:
48 კგ | მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია.
52 კგ | ელენე წიკლაური.
57 კგ | ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე.
63 კგ | ეთერ ასკილაშვილი.
70 კგ | ნინო გულბანი.
+78 კგ | ნინო პაპიძე.