ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 11-13 ოქტომბერს ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების ცხრა წევრი იასპარეზებს:
60 კგ – ნიკა ხუზაურაშვილი, ლუკა მოდებაძე;
66 კგ – ლაშა ნადირაძე;
73 კგ – გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი;
81 კგ – დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი;
90 კგ – ლუკა ბაბუციძე, მიხეილ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედლის მოპოვება შეძლო – ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, მესამე ადგილი კი გიორგი ჯაბნიაშვილმა დაიკავა.