ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულებულ აბუ დაბის გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – ახალგაზრდა ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ჯამალ გამზათხანოვს იუკოთი სძლია.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი სამი მედლით დაასრულა – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა, 22 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.