ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
აბუ-დაბიში დღეს სტარტს აიღებს გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოში. მედლებისთვის პირველ საშეჯიბრო დღეს ნიკა ხუზაურაშვილს, ლუკა მოდებაძეს (ორივე 60კგ) და ლაშა ნადირაძეს (66კგ) ვიხილავთ.
მოდებაძე პირველ შეხვედრაში ფელიპ დაკრუზს დაუპირისპირდება, ხუზაურაშვილი კი აზერბაიჯანელ ჰუსეინ ალაჰიაროვს შეხვდება. ლაშა ნადირაძის პირველი მეტოქე კი ჟოზიფა ბოლა იქნება.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი 17:00 სააათზე გაიმართება.