ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე 12 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე 12 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

24-26 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში, ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდული შემადგენლობით გამოვა:

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ.), კოტე კაპანაძე, გიორგი ახალაური (ორივე – 73 კგ.), დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (90 კგ.), მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე (ორივე +100 კგ).

2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაო.