ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 28-29 ოქტომბერს სარაევო უმასპინძლებს #1TVSPORT
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 28-29 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოვა – ცხრა მამაკაცი და ოთხი ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
73 კგ: მიხეილ ბახბახიშვილი, გიორგი ჩიხელიძე
81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ: ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე +100 კგ: შალვა გურეშიძე, საბა ინანეიშვილი
57 კგ: ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.