ძიუდო | 19 წლის თორნიკე გიგაური პარიზის გრანდ სლემის მერვედფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | 19 წლის თორნიკე გიგაური პარიზის გრანდ სლემის მერვედფინალშია #1TVSPORT

ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ სლემი პარიზში დღეს დაიწყო. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თორნიკე გიგაურმა (66 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

19 წლის ქართველმა ჩინელ სუეს სძლია და მეოთხედფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ფაშაევს დაუპირისპირდება.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა დათმო ვაჟა მარგველაშვილმა. 73 კგ-ში გიორგი ჩიხელიძე სასტარტო შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. პარიზის გრანდ სლემს ტრამვის გამო ჩაეხსნა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.