ძიუდო | ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, გადელია რეპეჟაში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორი წევრი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ახალგაზრდა ლუკა გადელია (60კგ) მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი რეისი დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში გასასვლელად უზბეკეთის წარმომადგენელs, შუკურჯონ ამინოვას დაუპირისპირდება.

ტურნირზე მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს ახალაგაზრდა ლუკა გადელია (60კგ).

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.