ძიძის მხრიდან ჩვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ძიძის მხრიდან ჩვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ძიძის მხრიდან ჩვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძიძა ჩვილზე ძალადობს. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად იხილა. ვიდეომასალა ინტერნეტში დედამ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი