ძიძიგურის სახელობის თასს „სოხუმი“ დაეუფლა #1TVSPORT
ძიძიგურის სახელობის თასს „სოხუმი“ დაეუფლა #1TVSPORT

ვერის საკალათბურთო დარბაზმა ცნობილი კალათბურთელის, იური ძიძიგურის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა. ორგანიზატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტო იყო.

აფხაზეთის ღია პირველობაში შეჯიბრი 20 აპრილს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას საქართველოს ეროვნული კატეგორიის არბიტრები ემსახურებოდნენ. ტურნირის ფინალში „სოხუმი“ „თბილისი ბასკეტს“ დაუპირისპირდა, 66:39 დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოს სახით თასები, მედლები და ბურთები გადასცა.

„პანდემიის გამო ბოლო წელიწადნახევარია გუნდები ნორმალურად ვერ ვვარჯიშობთ. მომავლისთვის ბავშვებმა მაღალ დონეზე რომ ითამაშონ, ყველას ვთხოვ, ვისაც ეს ეხება, მსგავსი ტუნირები ხშირად გამართონ“, – ამბობს „სოხუმის” მწვრთნელი ალექსი ქაჯაია.