ძარიას დებიუტი „კუკეშში“ – „მწვრთნელის სიტყვებით, დავალებას თავი კარგად გავართვი“

02:24, 14.01.2018

ალბანეთის ჩემპიონ „კუკეშში“ ახლახან გადასულმა ირაკლი ძარიამ ახალი გუნდის ფორმით პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

კუკეში“ თურქულ შეკრებაზეა, სადაც ამ ქვეყნის გრანდს, „ფენერბახჩეს“ შეხვდა და მატჩი 2:2 დაასრულა. 29 წლის ქართველი ალბანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ნახევარში შეცვალეს.

„ასეთ ძლიერ გუნდთან ფრე ძალიან კარგი შედეგია. მწვრთნელმა პირველი ტაიმი მათამაშა, მერე კი დამასვენა. სხვათა შორის, სანამ მოედანზე ვიყავი, 2:0-ს ვიგებდით. თურქებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს. პირადად მე კი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ვალბუენას წინააღმდეგ მომიხდა თამაში. მწვრთნელის სიტყვებიდან გამომდინარე, დავალებას თავი კარგად გავართვი“ – ამბობს პირველ არხთან ძარია.

მსგავსი