ძარიამ გოლი გაიტანა და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს 
ძარიამ გოლი გაიტანა და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს 

ირაკლი ძარიას გუნდი მიზანს უახლოვდება და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. ალბანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, მისმა გუნდმა „კუკეშმა“ უშუალო კონკურენტი ტირანას „პარტიზანი“ მიიღო და გაანადგურა – 4:0.

29 წლის ქართველი ნახევარმცველი, სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახდა. ის ამჯერადაც „კუკეშის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.

პირველ ადგილზე 66 ქულით „სკენდერბიუა“. ძარიას გუნდი ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. მაგრამ გარიგებული მატჩების ბრალდების გამო, „სკენდერბიუ“ უეფა-ს ტურნირებზე 10 წელი ვერ ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი, ალბანეთს მეორეადგილოსანი წარადგენს.

ეს გუნდი, დიდი ალბათობით, „კუკეში“ იქნება. ალბანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. ამ მოგებით კი „კუკეში“ ტირანას „პარტიზანს“ 9 ქულით უსწრებს.