ძარიამ ალბანელები ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გაიყვანა

00:44, 18.07.2018

ირაკლი ძარიამ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი გაიტანა და ალბანეთის „კუკეში“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ალბანელების მეტოქე მალტის ჩემპიონი „ვალეტა“ იყო. პირველი შეხვედრა ალბანეთში 0:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი „ვალეტას“ ჰქონდა. მასპინძლები მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, რადგან 67-ე წუთზე არგენტინელი სანტიაგო მალანოს გოლით „ვალეტა“ 1:0 დაწინაურდა.

თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთი ადრე ირაკლი ძარიამ მალტელების კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1. გასვლაზე გატანილი მეტი გოლით კი
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „კუკეში“ გაიყვანა.

მსგავსი