ძალოსნობის ფედერაციამ ბათუმში დაგეგმილი ჩემპიონატი გადადო
ძალოსნობის ფედერაციამ ბათუმში დაგეგმილი ჩემპიონატი გადადო

ძალოსნობის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი ერთი თვით გადაიდო.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე.

კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით,“ – ვკითხულობთ ძალოსნობის ფედერაციის წერილში.

დატოვე კომენტარი