ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ლაშა ტალახაძე აირჩიეს #1TVSPORT

17:07, 03.04.2025

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში გაიმართა საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტად სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. იგი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გენერალური მდივნის პოსტს კვლავ რუსუდან მურადაშვილი დაიკავებს.

ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი – კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.

მსგავსი