ძალოსნობა | ლუკას თოდუამ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

23:51, 24.08.2026

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) საქართველოს ნაკრებიდან ლუკას თოდუამ (75 კგ) იასპარეზა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 118 კგ. დაძლია, აკვრაში 145 კგ, ორჭიდის ჯამში 263 კილოგრამი მოაგროვა და, სამ ვერცხლის მედალთან ერთად, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

მსგავსი