ძალოსნობა | ლაშა ტალახაძემ ვარჯიში განაახლა და 2028 წლის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს #1TVSPORT

17:05, 06.09.2026

„სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მისი მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება“, – ვკითხულობთ სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ლაშამ ოლიმპიადა მესამედ 2024 წელს მოიგო, რის შემდეგაც პოლიტიკური კარიერა აირჩია და „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა.

ტალახაძეს ოლიმპიადის შემდეგ ტრავმებისგან დასვენება სჭირდებოდა. როგორც თავად ამბობს, თავს კარგად გრძნობს და სპორტული კარიერის გაგრძელებაც ამიტომ გადაწყვიტა.

უახლოესი ტურნირი, რომელშიც ლაშა ტალახაძე მონაწილეობას მიიღებს, მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 27 ოქტომბერს დაიწყება.

მსგავსი