ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს
ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ.) ატაცში 180 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 220 და ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.

აღნიშნულ ტურნირზე ასევე სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჩხეიძემაც (69 კგ.) მან ატაცში 130 კილოგრამს გაართვა თავი, ხოლო აკვრაში 170 კილოგრამი დაძლია.