ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძე პირველი მოძრაობის (ატაცი) შემდეგ მეექვსე ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში სამიდან ორი ცდა გამოიყენა, 207-ის შემდეგ 213 კგ. დაძლია და აქაც მეექვსე ადგილს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში ჩხეიძემ 387 კგ. მოაგროვა და საბოლოოდ შეჯიბრება მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

ირაკლი ჩხეიძემ აკვრაში საქართველოს ნაკრების წევრის, ანტონ პლესნოის მიერ დაფიქსირებული საქართველოს რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.