ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძემ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 109 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე ასპარეზობდნენ.

გიორგი ჩხეიძემ აკვრაში 219 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჩხეიძე ორჭიდის ჯამში დაძლეული 389 კგ-ით ასევე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ზაზა ლომთაძემ აკვრაში 212 კგ და მეოთხე ადგილი დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 378 კგ-ია და მან საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.